logo_geo
eng_logo
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე მცირდება
- +

7 ივლისი. 2023. 01:33

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე მცირდება.

უკაცრავად, ვერ გეტყვით, რა მოხდა ბოლო პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ საფრთხე მცირდება. [...] ეს [საფრთხე] არ არის აღმოფხვრილი. სანამ სადგური დაკავებულია [რუსების მიერ], ეს შეიძლება განმეორდეს ნებისმიერ დროს, თუ მათ ეს მოუნდებათ“, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

4 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ხედავს რა სცენარებისთვის ემზადებიან ტერორისტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მსოფლიო მზად არის, უპასუხოს ამას.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე განათავსეს ნივთები, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰგავს, შესაძლოა სადგურზე თავდასხმის იმიტირების მიზნით. ალბათ მათ სხვა სცენარი აქვთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

5 ივლისს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნაღმების ან ასაფეთქებელი ნივთიერებების ხილვადი ნიშნები არ არის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner