თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინისათვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი აქტიური განხილვის პროცესშია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს, მიაწოდოს თუ არა უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა.
ენდრიუ ბეიტსმა აღნიშნა, რომ იდეა აქტიური განხილვის პროცესშია.
მანამდე გაზეთ The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს.