logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ნუ გაგიკვირდებათ, თუ შემდეგ ჯერზე პრიგოჟინი ან კადიროვი პირდაპირ კრემლში შევლენ
- +

7 ივლისი. 2023. 01:13

ნუ გაგიკვირდებათ, თუ შემდეგ ჯერზე პრიგოჟინი ან კადიროვი პირდაპირ კრემლში შევლენ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთში ვიზიტის დროს.

„რუსეთის ეს მეთაური უკვე იმდენად სუსტია, რომ რუსეთის რეგიონებსაც კი ვერ იცავს საკუთარი „ბოევიკებისგან“. თუ ერთ დღეს ვინმე - პრიგოჟინი ან, მაგალითად, კადიროვი - პირდაპირ კრემლისკენ გაემართებიან, არ უნდა გაგიკვირდეთ.

რუსეთის ბრძოლისუნარიანი ძალები ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არიან, ხოლო მათ, ვინც რუსეთში ამ რეჟიმის უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, არანაირი მოტივაცია არ აქვთ. ამიტომ, ახლა მხოლოდ ერთობლივი ზეწოლა უნდა გავზარდოთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner