"ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს," - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება.
„ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.