logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაატოვებინონ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია, არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური
- +

6 ივლისი. 2023. 23:48

"[ვოლოდიმირ ზელენსკის] ამ გადაწყვეტილების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ძალიან თანმიმდევრული პოზიცია, განცხადება, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი დამოკიდებულება, "- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაატოვებინონ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია - ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური. არადიპლომატიური იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ელჩის გამოძახების პრაქტიკა კონსულტაციებზე არსებობს, მაგრამ ამას აკეთებს ქვეყანა საკუთარი ელჩების მისამართით და არა ადგილსამყოფელ ქვეყანაში - ის ქვეყანა იღებს ამ გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner