logo_geo
eng_logo
დიმიტრი მხეიძე: ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ძირითადი მიზანი
- +

5 სექტემბერი. 2016. 17:14



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის 48-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი მხეიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება.



ამჯერად იგი დია ჩიანელისა და ავალიანის ქუჩების, ასევე   გუმათის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. მოქალაქეების ძირითადი დაინტერესების საგანი სოციალური საკითხები, ეკონომიკა და სამედიცინო დაზღვევის პროგრამები იყო.



ადამიანების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება იყო, არის და იქნება ქართული ოცნების" ძირითადი მიზანი. მე, როგორც ექიმი, კარგად ვიცნობ სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებს და გპირდებით, მომავალში ეს სერვისი კიდევ უფრო მოხერხებული იქნება თქვენთვის", - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.



თავის მხრივ, მოსახლეობამ დაადასტურა, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ საავადმყოფოების სერვისებით სარგებლობა ხელმისაწვდომი გახადა. ავალიანის ქუჩის მცხოვრებლებმა კი დადებითად შეაფასეს ბოლო წლებში დასახლების კომუნალური სერვისების: გზების კეთილმოწყობა, წყლისა და გაზის სისტემების რეაბილიტაცია.

 

 

 



 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner