logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ჩვენ უკრაინის მიმართ ღირსეულ დამოკიდებულებას და მხარდამჭერ ნაბიჯებს გავაგრძელებთ
- +

6 ივლისი. 2023. 23:49

"ჩვენ უკრაინის მიმართ ღირსეულ დამოკიდებულებას და მხარდამჭერ ნაბიჯებს გავაგრძელებთ," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა კითხვაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მომავალში საქართველო.

მისი თქმით, საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერისთვის თუ ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ღირსეულ დამოკიდებულებას, მხარდამჭერ ნაბიჯებს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ დღეს მიუხედავად ძალიან ბევრი უსამართლო, საფუძველს მოკლებული ცილისწამებისა თუ ბრალდებისა, რომელიც გვესმის, ქვეყანა, რომელიც ომშია, დღეს ამის დრო არ არის. ჩვენ ცალმხრივად გავაგრძელებთ მეგობრობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი მოვლენების განვითარებას, უახლოეს მომავალში ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner