logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი „აირზენას“ დასანქცირებაზე: არაფერია ამაში სასიხარულო, როდესაც საკითხი ეხება ქართულ კომპანიას, რომელიც 30 წელია ემსახურება ამ ქვეყანას
- +

6 ივლისი. 2023. 23:50

"ჩვენ ძალიან ღირსეულად, თანმიმდევრულად ვავითარებთ ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „აირზენას“ დასანქცირება უსაფუძვლო იყო.

ჩვენ ძალიან ბევრი უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში ძალიან უსამართლო შეფასებები მოვისმინეთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან. ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების, აქაც უაპელაციოდ მოხდა კომპანიის დასანქცირება. მე მოვისმინე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის სიხარულნარევი შეფასება ამასთან მიმართებაში. არაფერია ამაში სასიხარულო, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ქართულ კომპანიას, რომელიც 30 წელია ემსახურება ამ ქვეყანას, ერთ-ერთი უძველესი ბრენდია და ეს არა მარტო ამ კომპანიას აზიანებს, არამედ ჩვენს ქვეყანას, ხელისუფლებას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი სახის შეფასებებს, გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი პარტნიორისგან“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner