logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე: ჯერ არ მიგვიმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ ოფიციალურად აღძრულიყო საქმე
- +

7 ივლისი. 2023. 00:20

"მეუფე შიოს მდგომარეობა ახლა ნორმალურია და ის ჩვეულებრივ სამუშაო რიტმში. მას ზოგადი სისუსტე ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ აეხსნათ, რის გამო იყო ეს გამოწვეული, "- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საბოლოოდ გაკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მეტი იყო.

„ახლა არ იქნება სწორი, რომ ამაზე დაწვრილებით ვისაუბრო. ჯერ არ მიგვიმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ ოფიციალურად აღძრულიყო საქმე. კლინიკური სურათი, რა არის, იძლევა იმის ვარაუდის საშუალებასაც, რომ ეს შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა რადგან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, დასაშვებია ის შემთხვევაც, რომ შესაძლოა განზრახ გაეკეთებინა ვინმეს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner