logo_geo
eng_logo
თამაზ გაიაშვილი: ოპოზიციურად განწყობილი ფლანგი ფრენების აღდგენამდეც და შემდეგაც, აქტიურად ლაპარაკობდა იმაზე, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ დაასანქცირებს უკრაინა და - ასე ექცევიან ქართულ კომპანიებს, უხარიათ, თუ რაიმე ნეგატიური მოხდება
- +

7 ივლისი. 2023. 00:21

"ოპოზიციურად განწყობილი ფლანგი რუსეთში ფრენების აღდგენამდეც და შემდეგაც, აქტიურად ლაპარაკობდა იმაზე, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ დაასანქცირებს უკრაინა და ა.შ. - ისინი ასე ექცევიან ქართულ კომპანიებს, უხარიათ, თუ რაიმე ნეგატიური მოხდება," - ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მათ არ სურთ, უკეთესად განვითარდეს ქვეყანა, არც „ჯორჯიან ეარვეისია“ გამონაკლისი. რუსეთში ფრენების დაწყება ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილება არ იყო. ვერც ერთი კომპანია მსოფლიოში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ან ნებართვას ვერ გასცემს თავის თავზე. მხრივ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვეფრინა რუსეთში“, - განაცხადა გაიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner