logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: აუცილებელია რაღაც ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებაც მიხვდეს, რომ არ შეიძლება სააკაშვილის საკითხს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გადააყოლონ
- +

7 ივლისი. 2023. 10:09

 

 

საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილის თემას არ შეიძლება შეეწიროს ორი ქვეყნის ურთიერთობა.

 

აუცილებელია რაღაც ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებაც მიხვდეს, რომ სააკაშვილისთვის და რაღაც პოლიტიკური პრეფერენციებისთვის, რომელიც შეიძლება უკრაინის ხელისუფლებაში ცალკეულ პირებს ჰქონდეთ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებით, არ შეიძლება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გადააყოლონ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.ა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner