საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილის თემას არ შეიძლება შეეწიროს ორი ქვეყნის ურთიერთობა.
„აუცილებელია რაღაც ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებაც მიხვდეს, რომ სააკაშვილისთვის და რაღაც პოლიტიკური პრეფერენციებისთვის, რომელიც შეიძლება უკრაინის ხელისუფლებაში ცალკეულ პირებს ჰქონდეთ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებით, არ შეიძლება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გადააყოლონ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.ა