„ჩვენთვის გაუგებარი და მკვეთრად მიუღებელი გადაწყვეტილება იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა, საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„მაგრამ, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რა ვითარებაშიც დღეს უკრაინა იმყოფება, არ ჩავერთვებით ურთიერთბრალდებების მრუდში“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.