logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე: უკრაინიდან ჩვენი ელჩი გააძევეს, რაც ძალიან არამეგობრული ნაბიჯია და ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ
- +

7 ივლისი. 2023. 10:29

 

 

ეს არის საქართველოს მიმართ გადადგმული ძალიან არამეგობრული ნაბიჯი“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხზე ელჩსა და მთავრობას შორის კონსულტაცია არ გაიმართება.

 

საერთოდ, კონსულტაციებზე ელჩს იწვევს დამნიშვნელი ქვეყანა, ამ შემთხვევაში მოხდა უკრაინიდან ჩვენი ელჩის გაძევება. ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. რა თქმა უნდა ამის თაობაზე [სააკაშვილის საკითხზე] საქართველოს მთავრობას ელჩთან არანაირი კონსულტაცია არ ექნება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner