logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის დიდი პრივილეგია და პატივია საქართველოში მივიღოთ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა
- +

7 ივლისი. 2023. 10:52

 

 

ჩემთვის დიდი პრივილეგიაა და პატივია მივიღოთ საპარლამენტო ასამბელის სესია საქართველოში. საქართველოს, რომელიც წარმოდგენილია ამ არაჩვეულებრივ ასამბლეაში, აქვს დიდი ფრანკოფონული გამოცდილება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამეგობრობა არ არის ყველაზე დიდი, მთელს მსოფლიოში გამორჩეულია მისი ენთუზიაზმით. მე პირადად ვსწავლობდი საფრანგეთში, და ფრანგული ენა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. პლეიადის ცნება, რომელიც შემოვა საქართველოში ხელს შეუწყობს ფრანგულის ენის პოპულარიზაციას. თქვენ ნახავთ, რომ ქართველები გატაცებულები არიან ფრანგული ენით, კულტურით, ლიტერატურით. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბევრს კითხულობენ და ბევრი წიგნი ითარგმნება. ფრანკოფონული ოჯახი ქმნის პრიზს, რომელიც დააჯილდოებს იმ ქართველებს, რომლებიც არიან საქართველოში წარმოდგენილები, მაგალითად შეიძლება ვისაუბროთ გამომცემლობა აგორაზე და ასევე სხვა გამომცემლობებზე, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებზე, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ ფრანგული ენის პოპულარიზაციას. გასულ წელს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კვლევის განვითარებას ამ თვალსაზრისით ჩვენი სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგული ენის სწავლებას. ეს არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, როგორ არის ჩართული ჩვენი მთავრობა ფრანგული ენის პოპულარიზაციაში.“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner