logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დავასრულოთ ერთმანეთის ჭამა და გავერთიანდეთ მომავლის ხედვით
- +

5 სექტემბერი. 2016. 17:15



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას სიტყვით მიმართა:

 

 

„ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება დაპირისპირება და სიძულვილი. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სისწრაფე განვითარებაში. სწორედ ამის პირობას და გარანტიას ვიძლევით, დავასრულოთ სიგიჟეები, ერთმანეთის ჭამა, დაპირისპირება, გავერთიანდეთ მომავლის ხედვით, სიყვარულით, მთელი საზოგადოება ერთ მუშტად შევიკრათ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. დღეს ამ თვალსაზრისით „ქართული ოცნება" უალტერნატივოა. გავერთიანდეთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე და ყველა ჩვენგანის შესაძლებლობების რეალიზაცია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner