"მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციას მისცენ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის ის, თუ რას საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოზე, როდესაც ევროპულ დედაქალაქებში ვიზიტით იმყოფებიან.
„უკვე არასერიოზულია ეს მსჯელობა იმ ფონზე, როდესაც ზეპირად ვიცით, რასაც აკეთებენ ისინი, როდესაც დაფრინავენ სხვადასხვა დედაქალაქში, რას საუბრობენ იქ და როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოსთვის სტატუსის მიცემას. ზეპირად ვიცით ყველაფერი, თვითონვე საუბრობენ ამაზე - მიდიან, საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორი ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორი გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსიო - ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია მოგვცენ და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.