logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე მაშინაც, როდესაც მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს იფარებდა
- +

7 ივლისი. 2023. 12:26

 

 

"საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე ახლაც, იყო მაშინ, როცა ომი დაიწყო, იყო ბოლო წლების განმავლობაშიც. უკრაინის ხელისუფლება კი არ იყო პირნათელი საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინაც, როდესაც მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს იფარებდა," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„სულ ახლახან, ერთი კვირის წინ, ყველაზე კომპეტენტური ხალხი იყო საქართველოში ჩამოსული ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სანქციების კოორდინატორები და მადლობები უხადეს საქართველოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია საქართველოში, არამედ იმიტომაც, რომ ევროპიდან გამოპარული საქონელი ჩვენს საზღვრებზე ჩერდება. სინამდვილეში ამას ვამბობ, რომ საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე ახლაც, იყო მაშინ, როცა ომი დაიწყო, იყო ბოლო წლების განმავლობაშიც. უკრაინის ხელისუფლება კი არ იყო პირნათელი საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინაც, როდესაც მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს იფარებდა. მაშინ, როდესაც გია ლორთქიფანიძე, რომელმაც შემოაპარა ქვეყანაში სააკაშვილი იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება აერია, ეს ადამიანი დღეს უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილეა. ყველა ქართველის ცხოვრება იყო განწირული იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს აქ სიტუაცია აერია. რა იქნებოდა, ვისი ტანკი იდგებოდა ახლა ქუჩაში, ვისი ავტომატი გაისროდა კაციშვილმა არ იცოდა და ის ადამიანი, ვინც ეს დააორგანიზა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილეა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner