logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: წარმოდგენილი „დოკუმენტი“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სიყალბე
- +

5 სექტემბერი. 2016. 17:20


 

 

ქიბარ ხალვაშიგანცხადებით, „რუსთავი 2"-ის ეთერით გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ხელთ „ჩაუვარდა" მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი, არის სრული სიყალბე, რაც, უკვე მერამდენედ, მიმართულია მიმდინარე დავის განხილვის გასაჭიანურებლად და ამჯერად უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის განსახორციელებლად.



ამ ამბავს სოციალური ქსელით გუშინვე მივეცი ლაკონური რეაქცია, სადაც ვამბობ, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა, ვინც ცხოვრების წესით, ფულისა და ხელისუფლებისთვის ყველაფერს კადრულობს. ამას ვამბობ ირაკლი ოქრუაშვილზე. მის მიერ წარმოდგენილიდოკუმენტი" ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, არის სრული სიყალბე. „რუსთავი 2"-ისაღმოჩენა" დროში ზუსტად ემთხვევა ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებისთვის მიმდინარე სამართლებრივი პროცესის უზენაეს სასამართლოში განხილვის დაწყებას. უკვე მერამდენედ, ჩემს მიდგომას, რომ საქმე განხილულ იქნეს ცივილიზებულად, სასამართლოს მეშვეობით, ნაციონალური მოძრაობა" (ამ ცნებაში ვაერთიანებ მიხეილ სააკაშვილს, „რუსთავი 2" -ის დღევანდელ მენეჯმენტს და ირაკლი ოქრუაშვილსაც) უპირისპირებს სიყალბეს, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ზეწოლას უზენაეს სასამართლოზე. გუშინდელ ტელეეთერებში ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ლამის წერტილ-მძიმის სიზუსტით აღწერეს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უზენაესმა სასამართლომ ამდოკუმენტის" უეცრად და მოულოდნელად გამოჩენის შემდეგ.

ვიმეორებ, - ეს ეგრეთ წოდებულიდოკუმენტი" არის ყალბი და რეალობასთან მას საერთო არაფერი გააჩნია. „რუსთავი 2"-ის დღევანდელი მენეჯმენტი ცდილობს, ფეხი აუწყოს და შეასრულოს ნაციონალური მოძრაობის" დავალებები. ამ გზაზე კი მორიგი სიცრუე გახლდათ ის ფაქტიც, რომ მათ განაცხადეს, თითქოს ჩემთან დაკავშირებას ცდილობდნენ და ვერ მოახერხეს... საინტერესოა, რა საშუალებებით ცდილობდნენ, რომ ასეთი მიუწვდომელი აღმოვჩნდი?!..

კეთილი, მე, ვთქვათ, ვერ დამიკავშირდნენ, როგორც განაცხადეს გუშინ ეთერში, მაგრამ ვერც ჩემს წარმომადგენელთან მოახერხეს დაკავშირება? ისინი მას მხოლოდ სიუჟეტის გასვლის შემდგომ დაუკავშირდნენ. ეთერში გასული სიუჟეტი კი მათ სტილში მოზადებული ფაბრიკაციაა.

ვაცხადებ მკაფიოდ, - რაც უნდა მოიხარშოს ნაცმოძრაობის" ადუღებულ თავში, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში ისინი შედეგამდე ვერ მივლენ. პირველივე დღიდან მოყოლებული, და ეს 2012 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, დავას ვაწარმოებ ცივილიზებულ, სამართლებრივი გზებით. ამ გზებით მივალ კიდეც საბოლოო გამარჯვებამდე, რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, რადგან სიმართლე ერთია და ამ დავაში ის ჩემს მხარესაა", - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

 

 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner