logo_geo
eng_logo
სუსის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ეფექტიანად განაგრძობდა
- +

7 ივლისი. 2023. 12:30

დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 170 პირი,- ამის შესახებ სუს-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წარადგინა.

2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით. შედეგად, დაკავებულ იქნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 61 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 170 პირი.

2022 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახური აქტიურ რეჟიმში განაგრძობდა კორუფციულ დანაშაულებზე საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის შედეგად გადამზადებული ექსპერტების ჩართულობით კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულების საკითხებზე თბილისსა და რეგიონებში ჯამში გადამზადდა 200-მდე საჯარო მოხელე“,- აღნიშნულია ანგარიშში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner