სოფელ ახალციხეში ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს აჩიკო გიგოლაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებითი და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ილია ქამხაძესთან ერთად გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე განთავსდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარეგანათება.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გაგრძელდება ვიდრე ის თანაბრად ხელმისაწვდომი არ გახდება ყველასთვის. „გარდა ხელოვნურ საფარიანი მოედნებისა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობაც“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.