logo_geo
eng_logo
„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარა
- +

7 ივლისი. 2023. 16:14

 

 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ქერჩის ქუჩა N22, N24, N26-ის მიმდებარე ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი გაიტანეს. დასუფთავების ღონისძიებაში ჩართული იყო სპეცტექნიკა.

 

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ.

 

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა კორპუსების მიმდებარედ დანაგვიანებული ტერიტორია. მოსახლეობის თხოვნითა და გლდანის გამგეობის ჩართულობით, დავგეგმეთ აქცია. სრულად დასუფთავდა და გაიწმინდა ტერიტორია. სამწუხაროდ, მოქალაქეების ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენსაც არ ათავსებდა ახლომდებარე ურნებში, ამ ადგილას აგროვებდნენ სამშენებლო ნარჩენთან ერთად და იყო ანტისანიტარია. ამ მისამართზე კიდევ დავამატებთ ახალ კონტეინერებს და მომავალში გაკონტროლდება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

 

რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, „თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner