logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მურმან დუმბაძის განცხადება პირველი არ არის. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრია ამ სახის წამოცდენები
- +

7 ივლისი. 2023. 17:02

 

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მურმან დუმბაძის განცხადებას გამოეხმაურა.

 

მურმან დუმბაძე ამ განცხადებით პირველი მერცხალი არ არის. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრია ამ სახის წამოცდენები და განცხადებები მოგვისმენია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ნერვები უმტყუნებთ-ხოლმე და ის, რაც რეალური განწყობა გააჩნიათ, იმას ახმოვანებენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

საქართველო ბრიუსელის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. ვიდრე საბოლოოდ შეფასდება 12 რეკომენდაციის შესრულების ხარისხი და კანდიდატის სტატუსის საკითხი გაირკვევა, მანამდე თბილისში კვლავ კეთდება ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადებები. მათ რიგებშია მურმან დუმბაძე. მან განაცხადა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner