logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოება ელის პასუხებს და უპირველესად, უკრაინის ხელისუფლებისგან
- +

7 ივლისი. 2023. 18:03

 

 

საზოგადოება ელის პასუხებს და უპირველესად, უკრაინის ხელისუფლებისგან, რომ განა რად უღირთ დაიძაბოს ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ვერ ვიტყოდი, რომ ეს ხისტი გადაწყვეტილება იყო. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს იყო არამეგობრული, არაპარტნიორული და და ამავდროულად არადიპლომატიური გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როდესაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველა კითხვას პასუხს სცემს და ამ ფონზე როდესაც ხელმეორე ტალღას აგორებ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააკაშვილს რამე უჭირს საპატიმრო დაწესებულებაში, ბუნებრივია, რომ ეს არ არის გულწრფელი ნათქვამი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner