logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფო მთელი თავისი რესურსით წინ აღუდგება ნებისმიერ ფორმასა და გამოვლინებას ძალადობის, ეს მინდა ყველამ კარგად გაითვალისწინოს და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება
- +

7 ივლისი. 2023. 18:42

 

 

„სახელმწიფო მთელი თავისი რესურსით წინ აღუდგება ნებისმიერ ფორმას და გამოვლინებას ძალადობისა, ნებისმიერს, რომელიც კანონგარეშეა. ეს მინდა ყველამ კარგად გაითვალისწინოს და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ საზოგადოება აპირებს, განსხვავებულ აზრს ებრძოლოს კანონგარეშე ხერხებითა და ფორმებით, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ბრუნდება ვანდალიზმში.

 

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ინდივიდუალურად და ზოგადად ერს, რომ ვითვლებოდეთ ცივილიზებულ ხალხად, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად საწინააღმდეგო მოსაზრებას და ჩვენს მოსაზრებას უნდა ჰქონდეს მშვიდობიანად თანაცხოვრებისა და თანაარსებობის შესაძლებლობა. ეს არის ცივილიზებულობა. თუ ჩვენ, საზოგადოება ვაპირებთ რომ განსხვავებულ აზრს ვებრძოლოთ კანონგარეშე ხერხებითა და ფორმებით, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვბრუნდებით ვანდალიზმში. ბუნებრივია, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვხდებით ბარბაროსულები. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება ჩვენ შევიწყნაროთ ნებისმიერი ფორმა და გამოვლინება ძალადობის აქტების. ამიტომ ეს არის დაუშვებელი რამ. კარგად დაიმახსოვროს უკლებლივ ყველამ, ვინც დღეს როგორც არ უნდა ხედავდეს საკითხს როგორც განსხვავებულს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სახელმწიფო მთელი თავისი რესურსით წინ აღუდგება ნებისმიერ ფორმას და გამოვლინებას ძალადობისა, ნებისმიერს, რომელიც კანონგარეშეა. ეს მინდა ყველამ კარგად გაითვალისწინოს და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner