logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე: თუკი რაიმე გამოიკვეთება, რომელიც შესაძლოა, სამართალდარღვევის მატარებელი იყოს, მასზე მკაცრი რეაგირება ექნება
- +

7 ივლისი. 2023. 18:59

 

 

„თუკი სადმე, რაიმე გამოიკვეთება, რომელიც შესაძლოა, სამართალდარღვევის მატარებელი იყოს, რასაკვირველია, ამას მკაცრი რეაგირება სჭირდება“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, ნებისმიერი ვერსიის საფუძვლიანად გადამოწმება უნდა მოხდეს.

 

„თუკი სადმე, რაიმე გამოიკვეთება, რომელიც შესაძლოა, სამართალდარღვევის მატარებელი იყოს, რასაკვირველია, ამას მკაცრი რეაგირება სჭირდება. ეს ბუნებრივია, ლოგიკურია და აბსოლუტურად სწორია. ბიოლოგიური ექსპერტიზა, გამოკვლევა თუ აჩვენებს, რომ ადგილი აქვს ასეთ ვითარებას. რასაკვირველია, ეს მოითხოვს მყისიერად კარგად შესწავლასა და გაანალიზებას. რა თქმა უნდა, უნდა შემოწმდეს მიზეზები, რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კონკრეტული მაჩვენებლების, ნივთიერებების არსებობა-არარსებობა. გუშინ ითქვა, რომ სხვადასხვა ვერსია შეიძლება არსებობდეს. ამას სჭირდება შესწავლა. შესაბამისად, საკითხი თავისი სენსიტიურობის გათვალისწინებით განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების საგანი უნდა იყოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner