logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: რა ვირუსი ჩაისახა ასეთი, რომ ვეღარ დავძლიეთ ერთმანეთის სიძულვილი
- +

5 სექტემბერი. 2016. 17:33


 

საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა ლაგოდეხში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში ყველაზე მთავარი ადამიანის ღირსების დაცვაა.

 

 

„ჩვენ არ ვართ სიძულვილის ხალხი, ჩვენ ხომ ადამიანის მოყვარული ერი ვართ. ჩვენ ხომ დღემდე მხოლოდ ერთიანობით მოგვიტანია თავი. მაშ, რა დაგვემართა ამ ბოლო დროს, რა ვირუსი ჩაისახა ასეთი, რომ ვეღარ დავძლიეთ ერთმანეთის სიძულვილი. ნუთუ არ შეიძლება, ადამიანებმა ნორმალურად ისაუბრონ, არგუმენტებით იპაექრონ და არ იყოს ერთმანეთის პიროვნული შეურაცხყოფა. ჩვენ ხომ, გარდა იმისა, რომ ევროპელები ვართ, კავკასიელები ვართ და ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა ძალიან მძიმეა. ჩვენ ყოველ საღამოს ჩვენს ოჯახებთან უნდა მივიდეთ და ჩვენს ბავშვებს ჩავხედოთ თვალებში. სწორედ ამიტომ, გვინდა, სხვებს მივცეთ მაგალითი, რომ ასეთი სტილის პოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს პოლიტიკა, როდესაც ადამიანის ღირსება არაფრად ღირს. ჩვენ განვითარების ისეთი დინამიკა უნდა შევქმნათ, ისე გავაფერადოთ და ავაგუგუნოთ ჩვენი ქვეყანა, რომ არც ერთი ადამიანის ზურგზე არ გადავიაროთ, რადგან არც ერთი გზა და ესტაკადა არ ღირს არც ერთი დაჩაგრული ადამიანის შვილის ცრემლად. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და უზენაესი, რის გარშემოც ვერთიანდებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner