logo_geo
eng_logo
POSTV-ის ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რურუაა
- +

7 ივლისი. 2023. 21:27

 

ტელეკომპანია POSTV-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რურუაა.

„ღია შეკრებების სივრცე „ლისი ვანდერლენდის“ და შპს „თბილისი იპოდრომ სერვისის“ თანამფლობელებს შორის უთანხმოება 8 ივლისს „ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალის“ გამო წარმოიშვა.

აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, ბიზნესმენ გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობაში გადაცემა.

მფლობელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, რაც არ შეესაბამება ტერიტორიის გაქირავებით მიღებული შემოსავლის ოდენობას.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ შპს „თბილისის იპოდრომის“ 16.5% წილის მფლობელად ფიქსირდება გიორგი რურუა. აღნიშნული კომპანია კი არის შპს „თბილისი იპოდრომ სერვისის“ 100% წილის მფლობელი“, - აღნიშნულია POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner