ნეტავ, პრეზიდენტის შეწყალებული ჟორიკა რურუა თუ აიღებს თავის თავზე, ხვალ, რომ რამე ინციდენტი მოხდეს? - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე გიორგი რურუაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილეა.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რურუა სამოქალაქო დეესკალაციის საბაბით გაათავისუფლა პრეზიდენტმა და საინტერესოა, თუ ითავისებს მის ასეთ განსაკუთრებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას თავად რურუა.
„რა თქმა უნდა კვლავ ნაცები, აბა სხვა ვინ ეცდება სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობას?
ნეტა, პრეზიდენტის შეწყალებული ჟორიკა რურუა თუ აიღებს თავის თავზე, ხვალ, რომ რამე ინციდენტი მოხდეს?
არა და ეს რურუა ხომ სამოქალაქო დეესკალაციის საბაბით გაათავისუფლა პრეზიდენტმა, ნეტა თუ ითავისებს მის ასეთ განსაკუთრებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას თავად ჟორიკა?
ჰო და ბატონო გიორგი!
ნება იბოძე და გააუქმე ხვალინდელი ღონისძიება,რომ თავიდან აცილებული იყოს პოტენციური დაპირისპირება თუ იმდენი გაქვს აღებული,რომ ციფრები უფრო წონის ვიდრე მოქალაქეთა უსაფრთხოება?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.