ფაქტია, შენი და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ინტერესია ამ კვირეულის ფარგლებში საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება მოხდეს და სისხლი დაიღვაროს! - ასე მიმართავს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი გიორგი რურუას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის” კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილეა.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რურუა არის მთავარი ფიგურა, რომელმაც საკუთარი ტერიტორია დიდი ფულის სანაცვლოდ პრაიდ-კვირეულის ჩატარებისათვის ღონისძიების ორგანიზატორებს დაუთმო.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც აღარ მალავს, რომ ღიად ებრძვის ყოველივე ეროვნულს, სახელმწიფოებრივსა და რელიგიურს. დიახ, ყველა გზა მათთან მიდის!
ზღვარგადასულ ლიბერალიზმს, რომელიც ჩვენზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია და რომლის სამიზნე ისტორიული, ტრადიციული ღირებულებები და ჩვენი სარწმუნოებაა, ღიად უჭერს მხარს და ახალისებს „ნაციონალური მოძრაობა“.
უცხო არავისთვისაა, რომ ამ ბრძოლაში პირველადი დარტყმის ობიექტი არის ეკლესია (პატრიარქი მოწამლეს) და ახალი თაობა ჯერ კიდევ შეურყვნელი ფსიქიკით (მიდის სექსუალური უმცირესობების მიერ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა ბავშვებში, ახალ თაობაში).
დიახ, ეკლესიას და ყველა მორალურ ღირებულებას უპირისპირდება ანტიზნეობრივი ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ამორალურობის ზეიმისათვის საგანგებოდ მომზადებული ტერიტორიის მეწილე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა! დიახ, მკვლელი ჟორიკა რურუა, რომელიც
ქალბატონმა პრეზიდენტმა „უაპელაციოდ“ შეიწყალა და თავისუფლება აჩუქა. დღეს ჟორიკა რურუა არის მთავარი ფიგურა, რომელმაც საკუთარი ტერიტორია დიდი ფულის სანაცვლოდ პრაიდ-კვირეულის ჩატარებისათვის ღონისძიების ორგანიზატორებს დაუთმო.
ჟორიკა რურუა, ფაქტია, შენი და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ინტერესია ამ კვირეულის ფარგლებში საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება მოხდეს და სისხლი დაიღვაროს!
კეთილი ინებე და აღებულ ფულთან ერთად პასუხისმგებლობა აიღე ყველა შესაძლო სცენარზე ან გამოიჩინე გონიერება და ჩაშალე ორგანიზატორებსა და თქვენს შორის დადებული ხელშეკრულება”, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.