logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: LBGTQ+ თემის მიმართ ჟორიკა რურუას დაუფარავი მხარდაჭერა ერთს ნიშნავს - რადიკალური ოპოზიციის ბრძოლა საქართველოს, ქართული ეკლესიის, ჩვენი იდენტობის, ღირებულებების, კულტურის და ტრადიციების წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში შედის
- +

7 ივლისი. 2023. 23:37

 

LBGBQ+ თემის მიმართ ,,ნაციონალური მოძრაობის“ და ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლის ჟორიკა რურუას ღია და დაუფარავი მხარდაჭერა მხოლოდ ერთს ნიშნავს - რადიკალური ოპოზიციის ბრძოლა საქართველოს, ქართული ეკლესიის, ჩვენი იდენტობის, ღირებულებების, კულტურის და ტრადიციების წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში შედის, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, არც საძინებელში პოზიორობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მიუღებელია, როცა სექსუალური უმცირესობა, გარე და შიდა აქტორების დავალებით და დახმარებით ცდილობს უმრავლესობაზე ზეწოლას.

,,კაი ბიჭი“, კრიმინალი, ბოროტების საძმოს ლიდერი და ქილერი, პრეზიდენტის შეწყალებული ჟორიკა რურუა, LGBTQ+ ღონისძიების მასპინძელი აღმოჩნდა!!! ასეთი რა დავალება აქვს ,,ნაციონალური მოძრაობისგან", რომ მხედრიონელი ჟორიკა ამათი გულშემატკივარია. არც სიტყვის და არც გამოხატვის თავისუფლებას, არც საძინებელში პოზიორობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როცა სექსუალური უმცირესობა, გარე და შიგა აქტორების დავალებით და დახმარებით ცდილობს უმრავლესობაზე ზეწოლას, ეს არის სრულიად მიუღებელი. LBGBQ+ თემის მიმართ, ,,ნაციონალური მოძრაობის" და ,,მთავარი არხის" დამფუძნებლის ჟორიკა რურუას ასეთი ღია და დაუფარავი მხარდაჭერა, მხოლოდ ერთს ნიშნავს რომ რადიკალური ოპოზიციის ბრძოლა საქართველოს, ქართული ეკლესიის, ჩვენი იდენტობის, ღირებულებების, კულტურის და ტრადიციების წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში შედის! საქართველოში დედა, მხოლოდ ქალი იქნება და მამა, მხოლოდ კაცი! ღმერთი, სამშობლო და ოჯახი ყოველთვის იქნება ჩვენი სალოცავი, საფიცარი და დასაცავი. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner