logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონში 5400 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
- +

5 სექტემბერი. 2016. 17:35



დიდუბის რაიონის გამგეობამ თევდორე მღვდლის, აგლაძისა და ლუბლიანას ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.




ლუბლიანას ქუჩა N11-ში დაზიანებული  საფარი მოიხსნა და 1500 კვ.მ ფართობზე ახალი ასფალტის საფარი დაიგო. ლუბლიანას ქუჩაზე დიდუბის რაიონის გამგეობამ მოაწყო სპორტული მოედანი და სავარჯიშო ტრენაჟორები. რამდენიმე დღეში კი ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს ახალი მოსასვენებელი სკვერი ექნება.




საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ასევე, აგლაძის ქუჩა N39-სა და თევდორე მღვდლის ქუჩა N5-ში. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა 3900 კვ. მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დააგეს.




თევდორე მღვდლის ქუჩა N5-ში, ასევე, მიმდინარეობს მოსასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია. იცვლება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, იგება დეკორატიული ფილები, იდგმება საპარკე სკამები და მონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები.




დიდუბის რაიონის გამგეობამ 2014 წლის აგვისტოს თვიდან დღემდე საგზაო ინფრასტრუქტურა 218 მისამართზე მოაწესრიგა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner