logo_geo
eng_logo
სოსო გიორგაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ხელმძღვანელს შეხვდა
- +

8 ივლისი. 2023. 11:48

 

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ხელმძღვანელს კომისიონერ შენ ჩანგიუსა და ჩინეთის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ კუთხით ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების პოპულარიზაციას, ტექნოლოგიების გადაცემასა და გავრცელებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება უცხოური ინვესტიციების ზრდაზე. სოსო გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დარგში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში.

შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტიანი დაცვისა და აღსრულებისათვის საჭირო ქმედითი მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვისათვის.

სოსო გიორგაძემ ხაზი გაუსვა გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი საკითხია. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner