logo_geo
eng_logo
პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი რურუა თავის პარტნიორებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს
- +

8 ივლისი. 2023. 14:39

 

ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი რურუა თავის პარტნიორებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს.

მწვავე დაპირისპირება მეწილეებს შორის „ლისი ვანდერლენდის" ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალის" გამო წარმოიშვა.

მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც პირდაპირ ლობირებს და ითხოვს, რომ არ ჩაიშალოს „ლისი ვანდერლენდის" ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რურუაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის ღონისძიების გამართვაში პარტიის სხვა ლიდერების დავალებით პირდაპირ არის ჩართული.

როგორც პოსტვ-ის განუცხადეს, ტერიტორიის დანარჩენი მეწილეები მიიჩნევენ, რომ ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, შესაბამისად არ სურთ პრაიდის გამართვა. ამის საპირისპიროდ, ჟორიკა რურუა მათ სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს და ემუქრება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner