logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ყველა კარგად ხვდება, რომ ხაბეიშვილის კარიერა დაღმართში მიდის, განწირულია მარცხისთვის და ცდილობს, ნებისმიერ ხავსს მოეპოტინოს
- +

8 ივლისი. 2023. 15:00

 

"ეს ყველაფერი განწირულის სულისკვეთებას ჰგავს, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ყველა კარგად ხვდება, რომ ხაბეიშვილის კარიერა დაღმართში მიდის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნიკა მელიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

ის განწირულია მარცხისთვის და ცდილობს, ნებისმიერ ხავსს მოეპოტინოს. იმაზე აღარ ვისაუბრებ, რამდენად პრინციპული და კეთილსინდისიერია ეს ყველაფერი. არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს შთაბეჭდილება, რომ ეს მისი გადაწყვეტილებებია. რასაც მას ეტყვიან, ის ახმოვანებს, უბრალოდ არცთუ ლაზათიანად გამოსდის თან ეს ყველაფერი“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner