საქართველო იდგა ნატოს გვერდით, მის მხარდამხარ იბრძოდა საკმაოდ სერიოზულ ცხელ წერტილებში და ეს არის მისი არჩეული პოლიტიკა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ნატოს სტანდარტთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, თუნდაც ნატოს წევრ ქვეყანას შესაძლოა, საქართველო უსწრებდეს, როდესაც ჩვენ მონაწილეობაზე საუბარი სამხედრო ოპერაციებში, ან თუნდაც, ჯარის მომზადების თემზე. თუნდაც, პოლიტიკური საკითხების განვითარებასთან დაკავშირებით. ასე, რომ მსოფლიო რეიტინგებში ეს ყველაფერი ასახულია, მაგრამ არის ერთი სერიოზული პრობლემა, რასაც ჰქვია ქვეყნის გეოგრაფიული დაცილება ევროკავშირის ფორმატიდან, საზღვრებიდან და ამით ძალიან რთულდება გარანტიების მიცემა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საქართველო იდგა ნატოს გვერდით, მის მხარდამხარ იბრძოდა საკმაოდ სერიოზულ ცხელ წერტილებში და ეს არის მისი არჩეული პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ თანამშრომლობის ხარისხი სწორედ იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ საქართველო არა საფრთხის წინაშე დადგეს ეკონომიკური თუ ფიზიკური ნგრევის, არამედ გადარჩეს და სტაბილური განვითარების პერსპექტივა შეინარჩუნოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.