ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან „პრაიდის კვირეულის“ მთავარი ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ Tbilisi Pride-ი ავრცელებს.
„ყურადღება! მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.