logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია პრაიდების ჩატარება, არა იმიტომ რომ ლგბტ თემზე შესტკივათ გული, უბრალოდ უნდათ პროვოკაცია, დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიონ
- +

8 ივლისი. 2023. 16:01

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რურუა პირდაპირ ემუქრება იმ ხალხს, ვინც თავს იკავებს ლგბტ პრაიდის თუ ფესტივალის მონაწილეებისთვის ფართის დათმობისათვის- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესახებ წერს, რომლითაც, გიორგი რურუა, „ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალის“ გამო თავის პარტნიორებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია ასეთი პრაიდების, რადგან რამენაირად პროვოკაცია, დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიონ-ესაა მთავარი მიზანი.

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რურუა პირდაპირ ემუქრება იმ ხალხს, ვინც თავს იკავებს ლგბტ პრაიდის თუ ფესტივალის მონაწილეებისთვის ფართის დათმობისათვის. საქმე იმაშია, რომ ნაციონალური მოძრაობის ინტერესშია ასეთი პრაიდების თუ ფესტივალის ჩატარება, არა იმიტომ ლგბტ თემზე და მათ უფლებების დაცვაზე შესტკივათ გული, არა უბრალოდ უნდათ იქნებ რამენაირად პროვოკაცია, დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიონ-ესაა მთავარი მიზანი. ახლა მთავარია ვინ შეშინდება და ვინ არა, თორემ ნაცებს, რომ კიდევ ერთხელ ჩაუვარდებათ კოვზი ნაცარში დარწმუნებული ვარ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner