logo_geo
eng_logo
ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც „პრაიდის კვირეულის“ ღონისძიება იმართება, პოლიციასა და ფესტივალის გამართვის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
- +

8 ივლისი. 2023. 16:03

 

ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც „პრაიდის კვირეულის“ ღონისძიება იმართება, პოლიციასა და პრაიდის გამართვის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრაიდ ფესტივალის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

პრაიდის ფესტივალის ჩატარების მოწინააღმდეგეები ჯერ ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეიკრიბნენ, საიდანაც შემდეგ მსვლელობა გამართეს. საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეების დიდმა მასამ ლისის ტბის მიმდებარედ არსებული პოლიციელთა კორდონის გარღვევა შეძლო.

ამასთან, მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა პასუხისმგებლობა არ აიღო მომხდარ ინციდენტებზე და განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner