logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ ყველანაირ ძალადობას - მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ
- +

8 ივლისი. 2023. 16:50

 

ვნახეთ, რომ პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. პოლიციის ამოცანა, უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება და რამდენადაც ვიცი, არავინ დაზარალებულა, არ დაზიანებულა მათ შორის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.

პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, არის თუ არა ვინმე დაკავებული, მაგრამ რა ინფორმაციაც აქამდე მაქვს, პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების მიმართაც თუ იყო გამოხატული აგრესია, როგორც ვიცი, პოლიცია ყველგან ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება.

ზოგადად, პრობლემაა, როცა ხდება აგრესიის გამოვლენა და ღონისძიებისთვის ხელისშეშლა, მაგრამ პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ზღვარი აქვს. ჩვენ სხვა შემთხვევაშიც ვხედავდით, რომ როდესაც აგრესიულია ესა თუ ის აქცია, ამას თავისი ლიმიტები აქვს. მათ შორის ვნახეთ, პარლამენტის შენობა იყო დაზიანებული აგრესიული აქციის მიერ.

საპოლიციო ღონისძიების საკითხია, რა მომენტში, რა სახის ესა თუ ის საშუალება უნდა იქნას გამოყენებული. იცით, რომ პოლიცია ემზადებოდა, მათ შორის განცხადებაც გამოქვეყნდა, ვინაიდან არსებობდა მოლოდინი, მათ შორის ინფორმაცია, რომ იქნებოდა ღონისძიების ჩაშლის მცდელობა. ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრიბა, რათა ჩაეშალათ ეს ღონისძიება. მთავარი მაინც ის არის, რომ დაცული იქნა ადამიანების უსაფრთხოება და შესაბამისად, პოლიციაც საბოლოო ჯამში ამას გაანალიზებს.

შსს-ს მხრიდან იმიტომ იყო ორგანიზატორებთან ერთად მზადება ღონისძიებისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ მომხდარიყო ამის უზრუნველყოფა. თავისთავად, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი თავის ამოცანებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner