logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებს ამ დღეს სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ, მაგრამ თუკი არჩევანის წინაშე დააყენებენ ამ ერს, ასი ათასი მოწამის ისტორია წინ უდევთ
- +

8 ივლისი. 2023. 20:08

 

 

„მართალია, პრაიდი ჩაიშალა, მაგრამ მათთვის უფლება არავის წაურთმევია, იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. უბრალოდ უნდა გაითვალისწინონ იმ ქვეყნის წესები, სადაც ცხოვრობენ, სულ ეს არის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო მრავალათასიან აქციებს ვხედავთ თვით ამერიკასა და ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ მათგან განსხვავებით, ჩვენთან დღეს ეს მშვიდობიანად დასრულდა ქართული პოლიციის მეშვეობით.

 

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ლგბტ პრაიდი და მის წინააღმდეგ გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მშვიდობით დასრულდა და ეს მხოლოდ ქართული პოლიციის დამსახურებაა.

 

კიდევ ერთხელ, ვგმობთ  როგორც ძალადობას, ასევე ამ ძალადობისკენ მიმართულ პროვოკაციებს. რისი მომსწრეც კიდევ ერთხელ გავხდით დღეს. ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რომ მათი ქმედების  წინააღმდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდოდა. მართალია, ყველა ადამიანს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ სად ცხოვრობენ და როგორია მათი ქვეყნის ტრადიცია.

 

თუ ვინმე იმას ფიქრობს, რომ გაივლის დრო, წამოვა ახალი თაობა და ეს პრობლემა მოგვარდება, ცდება. ახალ თაობაში უმეტესობა კონსერვატორია, სწორედ იმ უცხოეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უფლება ეზღუდება, იცხოვროს ისე, როგორც სურს. ყველას აქვს უფლება უყვარდეს, ვინც უნდა, მაგრამ ამის  დემონსტრირების უფლებას ტრადიციულ ქვეყანაში ხალხი არ დაუშვებს და ვერც ვერავინ წაშლის ამას საქართველოში.

 

ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო მრავალათასიან და მრავალმილიონიან აქციებს ვხედავთ თვით ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში. განსხვავება ის არის, რომ იქ მსგავსი აქციები სავალალოდ მთავრდება, ჩვენთან კი დღეს ეს მშვიდობიანად დასრულდა პოლიციის მეშვეობით.

 

მართალია, პრაიდი ჩაიშალა, მაგრამ მათთვის უფლება არავის წაურთმევია, იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. უბრალოდ უნდა გაითვალისწინონ იმ ქვეყნის წესები, სადაც ცხოვრობენ, სულ ეს არის.

 

ველი, რომ ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებს სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ, მაგრამ თუკი არჩევანის წინაშე დააყენებენ ამ ერს, ასი ათასი მოწამის ისტორია წინ უდევთ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner