„უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ჩვენთვის საერთოდ არაფერი შეცვალა - ჩვენთვის რუსეთთან დამოკიდებულების მხრივ არაფერი შეცვალა, როგორი ოკუპანტიც იყო რუსეთი, ისეთივეა ახლაც და ისევ გვაქვს უსაფრთხოების რისკები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სინამდვილეში, ჩვენი მხრიდან რუსეთის აღქმაში არაფერი შეცვლილა, ეს აღქმები შეეცვალა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას. ჩვენთვის, იმის გაგებაში, თუ რა პოლიტიკას აწარმოებს რუსეთი თავისი მეზობელი ქვეყნების მიმართ, არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.