logo_geo
eng_logo
ზღვაში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
- +

8 ივლისი. 2023. 23:04

 

 

ბათუმში, ზღვაში 16 წლის ლუკა ლუკა აბულაძის დაღუპვის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

გამოძიების მიხედვით, 4 ივლისს, კატერმა ე.წ. ბანანით ოთხი მოზარდი ზღვაში გაიყვანა, შემდეგ კი, ისინი განზრახ ჩაყარა წყალში ისე, რომ ჟილეტებით სარგებლობის საშუალება არ მისცეს.

 

სამი მოზარდი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს, ლუკა აბულაძე კი 7 ივლისს, გონიოს სანაპიროზე იპოვეს გარდაცვლილი.

 

გამოძიება ერთ დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, კიდევ ორ დაკავებულს კი ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით აქვთ წაყენებული.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, დანაშუალის შეუტყობინებლობა კი სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner