ბათუმში, ზღვაში 16 წლის ლუკა ლუკა აბულაძის დაღუპვის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების მიხედვით, 4 ივლისს, კატერმა ე.წ. ბანანით ოთხი მოზარდი ზღვაში გაიყვანა, შემდეგ კი, ისინი განზრახ ჩაყარა წყალში ისე, რომ ჟილეტებით სარგებლობის საშუალება არ მისცეს.
სამი მოზარდი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს, ლუკა აბულაძე კი 7 ივლისს, გონიოს სანაპიროზე იპოვეს გარდაცვლილი.
გამოძიება ერთ დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, კიდევ ორ დაკავებულს კი ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით აქვთ წაყენებული.
სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, დანაშუალის შეუტყობინებლობა კი სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.