logo_geo
eng_logo
U 21 | ევროპის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კურტის ჯონსი დაასახელეს
- +

9 ივლისი. 2023. 00:28

 

 

ბათუმში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კურტის ჯონსი დაასახელეს – ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს ჯილდო ესპანეთთან მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ გადასცეს.

 

„კურტის ჯონსმა უეფა-ს 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში მთავარი როლი ითამაშა“, – წერია უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე.

 

„ლივერპულის“ 22 წლის ნახევარმცველმა ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რომელმაც ინგლისი 21-წლამდელთა ნაკრებს ესპანეთთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

 

ინგლისელებმა დაწინაურება შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე საჯარიმო დარტყმით მოახერხეს – კოულ პალმერის დარტყმის შემდეგ ბურთი კურტის ჯონსს თავზე მოხვდა, ტრაექტორია შეიცვალა და მეტოქის კარში აღმოჩნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner