logo_geo
eng_logo
კვარაცხელია და „ნაპოლი“ დიმაროში მოემზადებიან - პირველ შეკრებაზე სამი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა
- +

9 ივლისი. 2023. 01:57

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მოსამზადებელი ეტაპის გეგმები ცნობილია – გუნდი ბოლო წლების ტრადიციას არ ღალატობს და პირველ შეკრებას 14-25 ივლისს დიმაროში ​ჩაატარებს, შემდეგ კი კასტელ დი სანგროში (28 ივლისი – 12 აგვისტო) გადაინაცვლებს.

 

აბრუცოში „ნაპოლის“ ჩასვლისთვის მზადება მიმდინარეობს – ქალაქის მერი იტალიის ჩემპიონის დასახვედრად მრავალ ღონისძიებას გეგმავს, გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ იტალიის ჩემპიონის თასთან სურათები გადაიღონ.

 

მერმა გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავიც აცნობა – „ნაპოლის“ ვარჯიშზე მაყურებლები თავისუფლად შეძლებენ დასწრებას. შესვლა შეიზღუდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილები სრულად იქნება დაკავებული.

 

მზადების პირველ ეტაპზე ჯერჯერობით ცნობილია ორი მეტოქე: 20 ივლისს ნეაპოლელები „ანაუნესთან“ ითამაშებენ, ხოლო 24 ივლისს – სპალ-თან. მესამე მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner