logo_geo
eng_logo
რობერტ კენედი უმცროსი: ამერიკამ უკრაინა რუსეთის დასასუსტებლად გაწირა, ხოლო დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, ომი არ დასრულდეს
- +

9 ივლისი. 2023. 14:02

 

 

„დღეს არის საშინელი ზიზღი და პოლარიზაცია საზოგადოებაში, მთავარი მიზეზია მთავრობის არაკეთილსინდისიერება და ტყუილები“, - ამის შესახებ რობერტ კენედი უმცროსმა „Judging Freedom“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოს ენდრიუ ნაპოლიტანოსთან ისაუბრა.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის ამერიკაში ტელეფონებზე, სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ტოტალური მოსმენები ხორციელდება. „ბაიდენის ადმინისტრაცია აშანტაჟებდა და განადგურებით ემუქრებოდა სოცქსელების კომპანიებს, თუ არ ითანამშრომლებდნენ მთავრობასთან, - აღნიშნა კენედიმ.

 

მისი შეფასებით, ედვარდ სნოუდენი და ჯულიან ასანჟი ჯაშუშებად აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამოცხადდნენ.

 

კენედი, რომელიც არის აშშ-ის გენერალური პროკურორის, სენატორ რობერტ კენედის შვილი და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილი, პოტკასტში ადასტურებს, რომ მამამისი და ბიძამისი CIA-მ მოკლა.

 

„CIA-ის კონკრეტული დეპარტამენტები დაკავებულები არიან შანტაჟით, ლიდერების მკვლელობებით, არჩევნების გაყალბებით და ხალხის ტვინის გამორეცხვით“, - აღნიშნა კენედიმ.

 

მან ISIS-ის ტერორისტულ ორგანიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ამერიკის სპეცსამსახურებმა შექმნეს.

 

რობერტ კენედი უმცროსი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ომში ამერიკამ უკრაინა რუსეთის დასასუსტებლად გაწირა, ხოლო დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, ომი არ დასრულდეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner