გომბორის გზაზე მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად მოტოციკლი სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი თავდაპირველად მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
მიმდინარეობს გამოძიება.