კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას ბოლოდროინდელ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არახამია! ხმას როგორ იღებ, შე რუბლის ენაზე გაზრდილო არარაობა! შენნაირი „პუსტა-პუსტა“ ქართველების გამო დავკარგეთ აფხაზეთი! უენო და უთვისტომო ლაჩარო მოდგმა! არც აფხაზებად ივარგეთ იქ, არც ქართველებად! იმიტომ მოკურცხლეთ კურდღლებივით! სად გაიქეცით, თქვე უკუღმა პატრიოტებო? ოკუპანტებთან?!“- წერს ხაინდრავა „ტვიტერზე“.