logo_geo
eng_logo
რატომ ცრუობს გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი - ბაჩიაშვილს პოლიტიკური ხასიათის არცერთი განცხადება არ უფიქსირდება
- +

9 ივლისი. 2023. 18:52

 

 

„გიორგი ბაჩიაშვილს მისი პოლიტიკური მრწამსის გამო თავს ესხმიან...“ - ეს სიტყვები კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელ ადვოკატს ეკუთვნის.

 

რობერტ ამსტერდამი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბი“ დაინტერესდა, რა სახის საჯარო პოლიტიკური აქტივობებსა თუ განცხადებებს შესაძლოა გულისხმობდეს ადვოკატი რობერტ ამსტერდამი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტებს არ ეფუძნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები თავადაც არ წარმოუდგენიათ.

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბის“ ჟურნალისტებმა გიორგი ბაჩიაშვილის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციები შეისწავლეს და აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილი არცერთი პოლიტიკური ხასიათის საჯარო განცხადება არ ფიქსირდება, უფრო მეტიც წლების განმავლობაში ის სოციალური ქსელის მომხმარებლებს ძირითადად მისი კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესახებ ინფორმაციას უზიარებდა.

 

მეტი თვალსაჩინოებისთვის საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბი“ წარმოგიდგენთ კოლაჟს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს მოიცავს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner